საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერი და მხარდამჭერი მესიჯები გაკეთდა.
„საქართველოს შეუძლია, ნატო-ს იმედი ჰქონდეს იმ პროცესში, რომელიც მოცემულ დროს საქართველოს ნატო-ს წევრობამდე მიიყვანს“, – აღნიშნა პეტერ ფიშერმა.
ვილნიუსში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართა. სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია: „ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის განუყოფელი ნაწილი. ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ უნდა მიაღწიოს პროგრესს რეფორმებში, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში და წლიური ეროვნული პროგრამა მაქსიმალურად გამოიყენოს“.