აქტუალური
ჩვენ ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება — პრემიერი ღარიბაშვილი

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება, სწრაფი განვითარება ჩვენი ქვეყნის და რაც მთავარია ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს, ჩვენ ხალხს სჭირდება მშვიდობა, განვითარება. აი რაც ხდება რეგიონებში: სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა, კეთილდღეობა. ეს არის ჩვენთვის მთავარი, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, - 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში იყო თითქმის 30 პროცენტზე მეტი, მინიმუმ 30 პროცენტი, დღეს კი სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა.

მაგალითს გეტყვით კიდევ ერთხელ, მე მინდა რამდენიმე ინდიკატორი მოვიყვანო მაგალითისთვის, რომ აი შედარებისთვის - 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში იყო თითქმის 30 პროცენტზე მეტი, მინიმუმ 30 პროცენტი იყო, დღეს გვაქვს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე, 15,6 მეათედი პროცენტი არის ისტორიული მინიმუმი, არის ეს სიღარიბის დონის მაჩვენებელი, ასევე უმუშევრობის მაჩვენებელი 17 პროცენტი არის დაახლოებით და ესეც არის ისტორიული მინიმუმი, 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ბოლო პერიოდში, ჩემი პრემიერ მინისტრობის დროს, ზედიზედ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა პრემიერმა.