აქტუალური
რუსეთის საგარეო უწყება: აშშ უკრაინას ბავშვების გაშვილების წყაროდ აღიქვამს

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ბავშვებთან მიმართებით ვაშინგტონის მოჩვენებითი შეშფოთება დაკავშირებულია აშშ-ის დამოკიდებულებასთან უკრაინის მიმართ, როგორც ბავშვების გაშვილების საერთაშორისო წყაროსთან, განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ვაშინგტონის მოჩვენებითი შეშფოთება სამხედრო ოპერაციის ზონაში ბავშვებთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ გამოწვეულია იმით, რომ აშშ-ის ხელისუფლება უკრაინას განიხილავდა, როგორც ბავშვების გაშვილების ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო წყაროს. შეერთებული შტატები რჩება ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელმაც არ მოახდინა გაეროს კონვენციის რატიფიცირება ბავშვთა უფლებების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ აშშ-ში შვილად აყვანის პროცესი არის გაუმჭვირვალე, კორუმპირებული, რომელიც „პოლიტიკურ ნეოკოლონიალურ კონიუნქტურას ექვემდებარება“.

კერძოდ, ამერიკის ხელისუფლება (როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური) ჯიუტად უარს აცხადებს სახელმწიფოებთან შესაბამისი ორმხრივი შეთანხმებების დადებაზე ნაშვილები ბავშვების წარმომავლობის შესახებ და ლობირებს შვილად აყვანის სერვისების საერთაშორისო ბაზრის ფორმირებას ნეოკოლონიალური სქემის მიხედვით: „განვითარებადი ქვეყნები – ბავშვების მომწოდებელი, დასავლეთის ქვეყნები – მასპინძელი ქვეყანა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ამერიკის მოქალაქეების მიერ რუსი ბავშვების შვილად აყვანის პროცესში დაფიქსირდა რუსეთის არასრულწლოვანი მოქალაქეების უფლებების დარღვევის მრავალი ფაქტი (აღნიშნული პრაქტიკა აკრძალულია 2013 წლიდან), მათ შორის მძიმე დანაშაულები – მკვლელობა, გაუპატიურება, სხეულის განზრახ დაზიანება და ა.შ. ასევე გაიზარდა ერთსქესიან წყვილებზე ბავშვების „გაშვილების" და არაუფლებამოსილ პირებზე „მშობლის უფლებების მინიჭების“ ფაქტები.

ჩვენ იძულებული ვართ შევაჯამოთ, რომ აშშ-ის მცდელობები საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირდეს ბავშვთა უფლებების მთავარ დამცველთა შორის, არ არის მხარდაჭერილი არც შესაბამისი შიდა საკანონმდებლო ბაზით და არც სამართლებრივი პრაქტიკით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.