სამართალი
რუსეთში აცხადებენ, რომ თურქეთი თანდათან არამეგობრული ქვეყანა ხდება

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. თურქეთი, მთელი რიგი პროვოკაციული გადაწყვეტილებების შემდეგ, თანდათან არამეგობრული ქვეყანა ხდება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა ვიქტორ ბონდარევმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

სამწუხაროდ, ბოლო კვირების მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ თურქეთი თანდათან და სტაბილურად აგრძელებს ნეიტრალური ქვეყნიდან არამეგობარ ქვეყნად გადაქცევას“, - აღნიშნა ბონდარევმა.

მისი თქმით, თურქეთმა შეთანხმების დარღვევით გაათავისუფლა „აზოვის“ მეთაურები და ასევე, მხარს უჭერს ნატო-ში უკრაინის დაჩქარებული წესით მიღებას.

თურქეთის ხელისუფლებამ კიევს გადასცა „აზოვის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერები, რომლებიც, ფაქტობრივად, თურქეთში შინაპატიმრობაში უნდა ყოფილიყვნენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე (ეს იყო შეთანხმების ქვაკუთხედი) - თურქეთმა შეგნებულად უგულებელყო ეს, გარდა ამისა, იგი მხარს უჭერს უკრაინის დაჩქარებულ მიღებას ნატო-ში და უკრაინაში დრონების ქარხნის მშენებლობას“, - განაცხადა ბონდარევმა.

მისი მტკიცებით, თურქეთის მიერ ასეთი ნაბიჯების გადადგმის საფუძველი ალიანსის მხრიდან ზეწოლა იყო.