აქტუალური
ვოლოდიმირ ზელენსკი: ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, უკრაინა ნატო-ს გააძლიერებს

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. აქ იმ ნატო-ს რწმენით მოვედი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დღეს აქ გადაწყვეტილების რწმენით, პარტნიორების რწმენით, ძლიერი ნატო-რწმენით მოვდიოდი. ნატო-სი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სურს ეს რწმენა გადაწყვეტილებებში დარწმუნებად გადაიზარდოს, რომლებსაც უკრაინა იმსახურებს და რომლებსაც “ყოველი უკრაინელი მებრძოლი, ყოველი უკრაინელი მოქალაქე, ყოველი უკრაინელი დედა და ყოველი უკრაინელი ბავშვი ელის.”

ნუთუ ეს დიდი სურვილია? ნატო უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა ნატო-გააძლიერებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.