საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5894 ლარი გახდა

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5894 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5894 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5930 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8372 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8248 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0124 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.