საზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა (ვიდეო)

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

ნიკოლ ფაშინიანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები უეფა-ს 21 წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.