აქტუალური
მარკ კლეიტონი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა, - ასე ეხმაურება საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

კლეიტონი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას აგრესიული გზით ხელი შეუშალა.

შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას", - წერს კლეიტონი "ტვიტერზე".