აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტის განცხადებაც ახალისებს, რომ უცხო ქვეყნის ელჩი თავს უფლებას აძლევს, თქვას, თითქოს პოლიცია თავის ამოცანებს ვერ ასრულებს

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. სამწუხაროდ, პრეზიდენტის ასეთი განცხადებაც ახალისებს იმას, რომ შემდეგ უცხო ქვეყნის ელჩი თავს უფლებას აძლევს, თქვას, პოლიცია თავის ამოცანებს ვერ ასრულებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიციამ დღეს ვერ უზრუნველყო „პრაიდის“ ფესტივალის ჩატარება, მაგრამ პრიორიტეტები სწორად დასახა და იზრუნა მთავარზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე.

როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი უყურებს, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოლიციაზე ასეთი პრეტენზიებით საუბრობს, სხვასაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩვენს პოლიციაზე ასეთი რაღაცები თქვას. მართალია, დღეს ჩვენმა პოლიციამ ვერ უზრუნველყო ამ ღონისძიების ჩატარება, მაგრამ პრიორიტეტები სწორად დასახა და იზრუნა მთავარზე – ადამიანის ჯანმრთელობაზე. პოლიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრაიდის ფესტივალის ჩაშლაზე ისაუბრა და აღნიშნა: მინდა, მოვუწოდო შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ჰქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება“.