აქტუალური
თურქული მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტამდე თურქეთში ჩავა

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. თურქული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტამდე თურქეთში ჩავა.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სტამბოლში შეხვედრას გამართავს. ზელენსკის თურქეთში ვიზიტის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.

ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფება თურქეთის მეზობელ ბულგარეთში.

თურქული მედია წერს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებას“ 17 ივლისს ეწურება ვადა. მარცვლეულის დერეფნის გაფართოებასთან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლება კონტაქტზეა გაერო-სთან, რუს და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან. ომის მიმდინარეობისას თურქეთის შუამავლობით უკრაინელი და რუსი დიპლომატების შეხვედრა გაიმართა, ასევე თურქეთი შუამავლობდა მხარეებს შორის ტყვეების გაცვლის საკითხს.