აქტუალური
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი 600-ჯერ მოკვდა 600 დღეში და შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი 600-ჯერ მოკვდა 600 დღეში და შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში. ეს მხოლოდ და მხოლოდ ირონიის საგანი შეიძლება იყოს. საზოგადოება დაღალეს 600 დღე. ახლა უნდათ, თავიდან გააცოცხლონ ეს ყველაფერი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ღირსეულად უნდა შეხვდეს პატიმრობას.

„ერთადერთი, რაც უნდა გაკეთდეს, ოჯახმა უნდა შეიტანოს სათანადო კალორაჟის საკვები. არ შეიძლება ხელოვნურად წონაში კლება, რათა გააგრძელო სპეკულირება. 600 დღე გვატყუებდნენ, რომ ეს კაცი თურმე ყოველდღიურად კვდებოდა. სტრასბურგის გადაწყვეტილება გამოცხადდა და აღმოჩნდა, რომ აღარ კვდება, პირიქით, პოლიტიკაში ბრუნდება. 600-ჯერ მოკვდა 600 დღეში და შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში. ეს მხოლოდ და მხოლოდ ირონიის საგანი შეიძლება იყოს. 600 დღე ისედაც დაღალეს საზოგადოება. ჩვენ მიჩვეული ვართ და არ გვაქვს ამაზე დიდი პრობლემა, მაგრამ საზოგადოება დაღალეს 600 დღე. ახლა უნდათ, თავიდან გააცოცხლონ ეს ყველაფერი. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. მიხეილ სააკაშვილი ღირსეულად უნდა შეხვდეს პატიმრობას, ეს ერთი; მეორე – არ შეიძლება ამდენი ხანი მანიპულირება იმ თემებით, რაზეც მანიპულირება არასწორია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.