აქტუალური
მაია სანდუ: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ უზრუნველყოს სააკაშვილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ უზრუნველყოს სააკაშვილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ „ტვიტერში“ წერს.

როგორც მაია სანდუ წერს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეწუხებულია.

ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი კადრებით, რამაც გამოავლინა ჯანმრთელობის მძიმე გაუარესება ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტი მიანიჭოს მის კარგად ყოფნას და სასწრაფოდ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ“, – წერს მაია სანდუ.