საზოგადოება
საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. თბილისში, ამერიკის საელჩოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მიღება გაიმართა. სტუმრებს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მასპინძლობდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
მიღებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები.