აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6285 ლარი გახდა

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6285 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6285 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6284 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8774 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8663 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.