აქტუალური
გიორგი ვაშაძე: აშშ-ში შეხვედრის მთავარ თემებს სავიზო რეჟიმის გამარტივება, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა და „შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი“ წარმოადგენდა

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს აგრძელებენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, ოპოზიციონერი ლიდერები ამჯერად სენატორ ჯინ შაჰინსა და მისი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრის მთავარ თემებს სავიზო რეჟიმის გამარტივება, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა და „შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი“ წარმოადგენდა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ამერიკელი პარტნიორები დეტალურ ინფორმაციას ფლობენ საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, შესაბამისად, ისინი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.