პოლიტიკა
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მსოფლიოში ყველა ომი შეწყდა! - საქინფორმი

   განწყობა - "დასავლური იარაღით სამშობლოსთვის მებრძოლი უკრაინელი მეომარი შეუდარებლად ძლიერია - დაამარცხებს რუსულ იარაღიან რუს ოკუპანტებს" - შეუმდგარი აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინამ ყველა რესურსი ამოწურა, ერთი წლის შემდეგ კი ნატოს ქვეყნებმაც ამოწურეს თავისი რესურსები. და პირიქით – ომი და დასავლური სანქციები რუსეთისთვის შოკურ თერაპიად იქცა, რომელმაც უზარმაზარი რესურსები აღმოაჩინა ყველა სფეროში. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ისტორიაში დარჩება, როგორც სიმბოლური რუბიკონი, რის შემდეგაც დაიწყო დროის ათვლა - რუსეთის გამარჯვებამდე, უკრაინის და კოლექტიური დასავლეთის დამარცხებამდე და კაპიტულაციამდე.

   შოკი განიცადა აშშ-მაც, მას შემდეგ, რაც დოლარი აღარ წარმოადგენს ერთადერთ სარეზერვო ვალუტამსოფლიოში და, ურთიერთ ანგარიშსწორება, მათ შორის ნავთობისთვის, რუბლსა და იუანში ხორციელდება. არა იმდენად რეკორდული საგარეო ვალი 300 ტრილიონი დოლარის ოდენობით, არამედ ის ფაქტი, რომ ამერიკა აღარ არის ძალის ერთადერთი პოლუსი, იქცა მეორე შოკად აშშ-სთვის უკრაინაში მიმდინარე წელიწადნახევრიანი ომის განმავლობაში, ომლის დაწყების შემდგომაც მსოფლიოში ყველა ომი შეწყდა. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში ყველა ომის უკან ხომ შეერთებული შტატები დგას, რომელიც დღეს უკრაინასაც ვეღარ სწვდება, ამიტომ მსოფლიოში არსად, უკრაინის გარდა, ახლა არ ომობენ.

   ამ ვითარებაში აშშ-მა და ევროპამ, დაივიწყეს რა დასავლური ერთიანობისა და ღირებულებების შესახებ, დაიწყეს ცალ-ცალკე მოქმედება პრინციპით „დამრჩვალების გადარჩენა თავად დამხრჩვალების საქმეა“. აშშ- რუსეთის მოკავშირეების თავის მხარეს გადაბიების ძველ მეთოდებს მიმართა, „პირველი მერცხალი“ იყო სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში. უსარგებლო, რადგან ვაშინგტონს არ ესმის, რომ მეთოდები, რომლებსაც შეუძლიათ დროებითი წარმატება მოიტანონ, მაგალითად, სომხეთსა და ყაზახეთში, არ გამოდგება ჩინეთსა და ინდოეთში, სადაც დიდი ხანია ისწავლეს უკეთესად თვლა, ვიდრე შეერთებულ შტატებში. რაც შეეხება ევროპას, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო მიმოქცევამ 2022 წლის ბოლოს მიაღწია მაქსიმუმს 8 წლის განმავლობაში - 258,6 მილიარდ ევროს, ამასთან, ევროპის ქვეყნების იმპორტმა რუსეთიდან ისტორიული მაქსიმუმის დონეზე აღმოჩნდა, ხოლო გერმანია კვლავაც რჩება რუსეთის სავაჭრო პარტნიორების ათეულში, მიუხედავად კანცლერი შოლცის რუსოფობიისა და ნაცისტური გამოხდომებისა...

   ასეთ აშკარა რაღაცებს მსოფლიოში უკანასკნელი გაიგებენ ქართული ოპოზიციის ბანაკში, რომლის ოთხივე პარტია - „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ - სინამდვილეში სააკაშვილის ერთი კოლექტიური პარტიაა. მათი ლიდერები არ გამოირჩევიან დიდი განათლებითა და მაღალი ინტელექტით - როგორც სააკაშვილის პოლიტიკური მოსწავლეები და მიმდევრები, ისინი გაწვრთნილი არიან მხოლოდ ერთდღიანი პიარ-სცენების დადგმაში, რომლებსაც სააკაშვილი დგამდა საქართველოსა და უკრაინაში. სააკაშვილი და მისი გუნდი, გარდა რეკეტისა და კორუფციისა, არაფერს აკეთებდა, ამიტომ ასეთ ფასადურ პიარს ნამდვილ პოლიტიკად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ, როდესაც მსოფლიოში ზემოაღნიშნული გლობალური პროცესები მიმდინარეობს, მაქსიმუმი, რაც ქართულ ოპოზიციურ ბანაკს შეუძლია, არის სპეკულირება ლგბტქი+ და სხვა სკანდალური თემებით, საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც, ვითომდა, კრემლის ფარულ მითითებებს ასრულებს.

დღეს ისინი კრიტიკულ სიტუაციაში არიან, რადგან ჯანსაღი ქართველი საზოგადოებისგან მათი ფიზიკური გარიყვის პროცესი მიმდინარეობს. ერთადერთი რესურსი, რომელიც მათ ჯერ კიდევ აქვთ, არის ქართული მედიის ტელე-სეგმენტი, რომელიც უცვლელი დარჩა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ანუ რუსოფობიური და სააკაშვილისეული. პროპაგანდისტებმა გაწვრთნეს ახალგაზრდობა და გააერთიანეს არასამთავრობო ორგანიზაციებში, ძირითადად, სააკაშვილის მიერ ადგილობრივ „კოკა-კოლასა“ და საბანკო კრედიტებზე აღმოცენებულ „მილენიუმის“ უგუნურ თაობაში (GEN Z). ყველა ზემოჩამოთვლილს ერთი მკაფიო მიზანი აქვს: სახელმწიფო გადატრიალება, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და „ანტირუსეთი“. ხელისუფლების მომლოდინე და ნეიტრალური პოლიტიკისგან განსხვავებით, რომელიც ითვალისწინებს გაურკვევლობას საგარეო პოლიტიკის ბევრ სეგმენტში - მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სეგმენტში, რომელიც შინაარსით ჯერ კიდევ არ შევსებულა, ასევე გაურკვევლობას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით.

საქინფორმის რედაქცია

2023 წლის 20 ივნისი
საქართველო, თბილისი