სამართალი
უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. 19 ივნისს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიას ადვოკატის, ასევე კახაბერ დამენიას და პროკურატურის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრები.

ამ გადაწყვეტილებით უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება.