პოლიტიკა
რისთვის უნდა გასამართლდეს სააკაშვილი - საქინფორმის მთავარი რედაქტორი ამხელს!

   ეგებ დადგა დრო, დაიწყოს სააკაშვილის გასამართლება მისი მთავარი დანაშაულებისთვის? ვგულისხმობ არამარტო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, როდესაც საქართველოს კორუმპირებული პრეზიდენტისა და მისი გენერლების სიმხდალისა და ღალატის გამო, ქართულმა არმიამ რუსეთის ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე გაერთიანებულ არმიას წინააღმდეგობა ორიოდე დღეც ვერ გაუწია, გაიქცა და დაღუპულები ბრძოლის ველზე დატოვა.

   მათი ცხედრები ცხინვალის ტყეებიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ბერებთან ერთად, რუსი გენერლის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ჯარების მეთაურის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვი ინიციატივით გამოასვენა: გადაასვენეთ, სირცხვილია, ქრისტიანები არიან, ბოლოს და ბოლოს, ჯვარი უკეთიათ, მათ ცხედრებს ღორები შეჭამენ! - განუცხადა ბორისოვმა პატრიარქს (ფოტოზე - გენერალი ბორისოვი და ილია მეორე გორში 2008 წლის 18 აგვისტო).

მაგრამ ახლა საუბარია სააკაშვილის დანაშაულებებზე, რომლის შედეგებიც დღითიდღე იმატებს და სულ უფრო მეტად ხლეჩს ქართველებს. ვაღიარებ, რომ არ შემიძლია იმის პროგნოზირება, თუ როდის შეძლებს ქართველი ერი ამ უფსკრულის გადალახვას, რომლის საპირისპირო კიდეები უფრო და უფრო შორდება ერთმანეთს.

საქმე ისაა, რომ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს - CIA-ს და სხვადასხვა პროფილური ინსტიტუტის, როგორიცაა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID, სოროსის ფონდი და სხვ., მითითებებით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალგაზრდა თაობებს ახალი „ღირებულებები“ ჩაუნერგა, რომლებიც ეფუძნება წარსულის უარყოფასა და მშობლების სიძულვილს, მამებისა და შვილების თაობებს შორის უფსკრულის მაქსიმალურად გაღრმავებით (საქართველოსთვის არადამახასიათებელი წინაპრების უარყოფის პროცესი დაიწყო 90-იანი წლებიდან, როდესაც ქვეყანა ბანდფორმირებები დაეპატრონნენ). შედეგად, დღეს საქართველოში გვყავს სხვადასხვა ახალგაზრდული ჯგუფი, რომლებსაც მხოლოდ გადაგვარებულები შეიძლება ვუწოდოთ.

ნეგატიური თვისებებით მკვეთრად გამორჩეულ ამ გინჯებს ტელევიზორში ყოველდღე ვხედავთ, როცა ისინი დასცინიან ქართულ ტრადიციებს, მართლმადიდებლურ მრწამსს, პატრიარქს, ოჯახებს, ჰეტეროსექსუალურ ორიენტაციას, კანონმორჩილ ქართველებს - ჩამორჩენილს, უნიტაზში ჩასარეცხ საბჭოთა გაადმონაშთს და რუსეთუმეებს უწოდებენ. ყოველდღიურად ვხედავთ გადაგვარებულებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როცა ისინი თანამოქალაქეებს შოკში აგდებენ თავიანთი ამაზრზენი გარეგნობითა და გამომწვევი ქცევით, რაც ლახავს უმრავლესობის უფლებებს - თანაც, მათი სქესის დადგენა შეუძლებელია, ისინი ხომ რამდენიმე ათეული LGBTQI + გენდერის წარმომადგენლები არიან! გადაგვარებულები პირდაპირ წარმოადგენენ საფრთხეს, საგანგებოდ ქმნიან სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებს გზებზე თავიანთი მოგუგუნე მოტოციკლებით, რაც იწვევს ავარიული სიტუაციების პროვოცირებას. გადაგვარებული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და რადიკალური ოპოზიცია - კოლექტიური მოღალატეები, რომლებმაც დოლარებზე გაყიდეს სამშობლო და ასრულებენ შეკვეთას - მოახდინონ საქართველოში სამოქალაქო ომის პროვოცირება ქართველების - ქართველებთან, შეტაკებები ქართველების - აზერბაიჯანელებსა და სომხებთან, ასევე ომი ქართველებსა და რუსებს, აფხაზებსა და ოსებს შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.

და თუ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მე ვიყავი პირველი და ერთადერთი, ვინც გამოიყენა ტერმინები „ქართული ნეონაციზმი“ და „ქართული ფაშიზმი“ („როგორ შეიძლება! ქართველებში ნაცისტები არ არიან, ჩვენ ყველაზე ტოლერანტები ვართ!“ - მედავებოდნენ მაშინ უფროსი თაობის აღშფოთებულ, კეთილსახიერი წარმომადგენლებ), დღეს ყველა საღად მოაზროვნე ქართველი პოლიტიკოსი ზემოხსენებულ გადაგვარებულებს ფაშისტებს უწოდებს, რაც ძალიან მახარებს.

   მაგრამ გადაგვარებული არიან არა მხოლოდ ახალგაზრდები, გადაგვარებული არიან სააკაშვილის რეჟიმის ყველა ძალოვანი სტრუქტურის - შსს-ს, კუდ-ის, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ხელმძღვანლები, მისი გენერლები და დაბალჩინოსნები, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებდნენ მიშას ყველა დანაშაულებრივ ბრძანებას! თუმცა, მკვლელი და ჯალათები დღემდე ციხეში კი არა, პარლამენტსა და ევროპაში არიან, საიდანაც დაბრუნებით გვემუქრებიან!

   აი რისთვისაც უნდა გასამართლდეს მოღალატე და გადაგვარებული სააკაშვილი, რომელმაც შვილები წაგვართვა! აი რა ბრალდება უნდა წაეყენოს პირველ რიგში! მაგრამ დაგვეხმარება კი ეს ჩვენი მოტყუებული ახალგაზრდობის დაბრუნებაში? როგორ დავარწმუნოთ ჩვენი ვაჟები და ქალიშვილები, რომ მათთვის მშობლებს მხოლოდ კარგი სურთ? როგორ მივაბრუნოთ ეკლესიისკენ, საქართველოსკენ, აღვდგინოთ სიამაყე საქართველოს ისტორიით, ტრადიციებითა და უძველესი კულტურით, რომლითაც მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია? როგორ დავრწმუნთ, რომ ადამიანს ჰყავს მამა და დედა და არა მშობლები 1 და2; რომ ისინი ბიჭებად და გოგოებად იბადებიან და მომავალში სქესს არ ირჩევენ; რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია? როგორ დავბრუნოთ რუსთაველის მიერ ხოტბაშესხმული სიყვარული და ავუხსნათ, რომ დასავლელ ბატონებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ადამიანურ ბუნებას და მათ დოლარებსა და ნარკოტიკებს ურიგებენ, მათი დაღუპვა უნდათ, მათი სულებსა და მათი სამშობლოს - საქართველო დაღუპვა სურთ?!

ვაღიარებ, რომ ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს, რადგან იმისთვის, რომ გაგიგონ, სულ მცირე, საჭიროა, რომ გისმენდნენ. მაგრამ ის დოლარები, რომლებსაც უხდიან გადაგვარებულებს საქართველოში და ქართველ დაქირავებულებს უკრაინაში, ბევრად უფრო სარწმუნო არგუმენტია, ვიდრე სიტყვები...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 18 ივნისი
საქართველო, თბილისი