საზოგადოება
პაველ ჰერჩინსკი: როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

12-დან ერთ-ერთი პრიორიტეტი, მეხუთე, მდიდარი ხალხის საქართველოს საჯარო პოლიტიკურ ცხოვრებაზე ჭარბი გავლენის შეზღუდვას ეხება. ეს ყოველთვის ქართველებზე იყო დამოკიდებული, გადაეწყვიტათ როგორ სურთ ამ პრობლემის მოგვარება. ვენეციის კომისია თავის ბოლო რეკომენდაციაში ძალიან ნათელი იყო, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ [ასეთი] კანონის არსებობის იდეა სწორი არაა და სერიოზულ რისკებს შეიცავს. ვენეციის კომისიამ სხვა, სისტემური მიდგომის, რეკომენდაცია გასცა, რომელიც მთლიან გარემოცვას ეხება, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების ჩათვლით. და, რა თქმა უნდა, როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას. ვენეციის კომისია უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აწესებს და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ეს ასევე იქნება ის მიდგომა, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური ელიტა აირჩევს, რათა მეხუთე, დეოლიგარქიზაციის შესახებ პრიორიტეტი, შეასრულონ“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.