საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: პრინციპულად მიუღებელია, როცა კონკრეტული დიპლომატები საქართველოში პოლარიზაციას ახალისებენ

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თსუ-სა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარი ინციდენტები დავით კეზერაშვილის ცოლის ძმისა და ელენე ხოშტარიას დაგეგმილია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კატეგორიულად მიუღებელი, როცა კეზერაშვილის „სისხლიანი ფული“ იხარჯება ასეთ პროვოკაციებზე და როცა ახალგაზრდები კეზერაშვილისგან იღებენ „სისხლიან ფულს“.

კატეგორიულად მიუღებელია ის პროვოკაცია, რომელიც გუშინ ვიხილეთ. როცა შშმ ბავშვებს იყენებ პოლიტიკური პროვოკაციის მოსაწყობად, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. გარდა ამისა, როგორც თსუ-ში იყო მოწყობილი, ასევე გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას. დამატებითი ინფორმაცია მოვიძიეთ ამასთან დაკავშირებით და ორი მიმართულება გამოიკვეთა - ეს იყო კეზერაშვილის ცოლის ძმის ჩიქოვანისა და ელენე ხოშტარიას მიერ კოორდინირებული. ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსები რუსულ რუბლებთან დაკავშირებით, უნდა, რომ სხვა მიმართულება მისცეს რუსულ რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება - ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიშის მიმართულება. 5 მლნ რუბლი ჩაერიცხა ხოშტარიას ცოტა ხნის წინ. ეძებს ოჯახი ბათუმში ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას და ა.შ. რუსული რუბლებით ისინი ამდიდრებენ უძრავი ქონების ჩამონათვალს. ეს იყო ჩიქოვანის, კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორსა და თსუ-ში მომხდარი პროვოკაციის ერთ-ერთ თანამონაწილეს, ეს არის ძალიან ბინძური პროვოკაცია. პირდაპირ იყო ამ პროვოკაციაში ჩართული ტელეკომპანია „ფორმულა“. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, როცა კეზერაშვილის სისხლიანი ფული იხარჯება ასეთ პროვოკაციებზე. როცა ეს ახალგაზრდები კეზერაშვილისგან იღებენ სისხლიან ფულს, ესეც არის არასწორი და იმედია, ისინი სწორი მიმართულებით გააგრძელებენ ცხოვრებას.

ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ თავის დროზე, იგივე ჯგუფმა პარლამენტის შენობის წინ მოაწყო პროვოკაცია და მათ ბილწსიტყვაობის შემცვლელი ბანერები ეჭირათ. ამას კონკრეტულმა დიპლომატმა გამოხატვის თავისუფლება უწოდა. კონკრეტულმა დიპლომატმა პირდაპირ წაახალისა ზიზღის ენა, ბილწსიტყვაობა და პოლარიზაცია. როგორც ჩანს, ეს კონკრეტულმა ადამიანებმა, ამ ე.წ. ჯიუტებმა აღიქვეს როგორც მწვანე შუქი და მოაწყვეს მორიგი პროვოკაციები. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, როცა კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას, მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ღვივდება. ჩვენთან ნუ გააღვივებენ პოლარიზაციას. ეს ადამიანები აღიქვამენ დიპლომატების ასეთ განცხადებებს ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წამახალისებელ განცხადებად, როგორც მწვანე შუქს. ჩვენ არ გვჭირდება პოლარიზაცია, ჩვენ გვჭირდება დეპოლარიზაცია. შესაბამისად მოვუწოდებთ კონკრეტულ დიპლომატებს თავი შეიკავონ მომავალში ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წახალისებისგან საქართველოში!“- განაცხადა კობახიძემ.