საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელთან შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არის მტკიცე, როგორც არასდროს

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრაზე ევროპისკენ საქართველოს სწრაფვის შესახებ ისაუბრეს.

როგორც ღარიბაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, მადლობას უხდის შარლ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი პერსონალური მხარდაჭერისთვის.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არის მტკიცე, როგორც არასდროს და ჩვენ ვიმედოვნებთ, ევროპის საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი პერსონალური მხარდაჭერისთვის“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.