პოლიტიკა
ოლივერ ვარჰეი: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

„ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს რეფორმების მიმართ იყო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან საუბრის მთავარი თემა. ჩვენი მოწოდება იყო დაჩქარდეს საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის განხორციელება, რათა საქართველომ შეძლოს წინსვლა ევროკავშირის გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – წერს ოლივერ ვარჰეი.