საზოგადოება
შარლ მიშელი - ირაკლი ღარიბაშვილს: თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თაობებისთვის საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. ისტორიული ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თაობებისთვის საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრო ღარიბაშვილო. ისტორიული ევროპული პერსპექტივიდან გამომდინარე, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თაობებისთვის საქართველოს ახალი ტრაექტორია დახაზოთ. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე. ქართველი ხალხისთვის“, – წერს შარლ მიშელი.