აქტუალური
ენტონი ბლინკენი: ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელია, უკრაინას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი შესთავაზონ

 საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე მოსალოდნელია, რომ უკრაინას შესთავაზონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ძლიერი გზავნილი პუტინის მიმართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება.

ვფიქრობ, შეიძლება, ელოდოთ ნატო-სამიტზე უკრაინის მომავალი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტის ხილვას. ვფიქრობ, ეს პრეზიდენტ პუტინს გაუგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ ის უბრალოდ ვერ დაგველოდება, რადგან ჩვენ, ყველა, აქ ვრჩებით. ჩვენ მტკიცედ ვართ. უკრაინელ ხალხს, ყველა ჩვენგანს სურს მშვიდობა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ის უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ვილნიუსში ნატო-ს სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.