სამართალი
ირაკლი კობახიძე: დადასტურდა, რომ „კადიროველების“ ყოფნა საქართველოში იყო ტყუილი

 საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. რეალურად, დადასტურდა, რომ „კადიროველების“ ყოფნა საქართველოში იყო ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“, ეს დადასტურდა, არავითარი „კადიროველების“ ყოფნა საქართველოში არ დაფიქსირებულა, მარტივი ტყუილი გაავრცელეს, მათ შორის გაავრცელეს ფოტოები, ვითომ იარაღით მყოფი ადამიანების, რაც აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ უკავშირდებოდა იმ პერიოდს, როდესაც ის ავტომობილები დაფიქსირდა საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ „სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომ „კადიროველები“ გადაადგილდებიან საქართველოში“.

კობახიძის თქმით, ოპონენტები „ფეიკებით“ ცდილობენ, ქვეყანას შეუქმნან პრობლემები.

ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, არ შეიძლება, ასეთი „ფეიკებით“ ებრძოლო საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს. თქვენ გაავრცელეთ ტყუილი და ჩვენ უნდა მოვიტანოთ მტკიცებულება, რომ ეს ტყუილი არ არის ტყუილი? რა სისულელეა. ნუ გაავრცელებთ ტყუილს და მერე ნუ მოითხოვთ მტკიცებულებებს. „კადიროველები“ არ იყვნენ და ტყუილებზე მე მტკიცებულებებს ვერ მოვიტან. როცა ტყუილს ამტკიცებთ, უნდა მოიტანოთ მტკიცებულებები, მაგრამ მტკიცებულება ვერ გექნებათ, რადგან არის ტყუილი. ჩემი და ხელისუფლების ფუნქცია არ არის, რომ თქვენი ტყუილების შესახებ მოვიტანოთ მტკიცებულებები. თქვენი საქმეა ტყუილების გავრცელება. არ იყვნენ „კადიროველები“, ჩვენ ვიცით, რომ არ იყვნენ „კადიროველები“, იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ „კადიროველები“. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთ ტყუილებს ნუღარ გაავრცელებთ“, – აღნიშნა კობახიძემ.