პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ამ პარტიებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული

 საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. მგონია, რომ ამ პარტიებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ საბოლოო ჯამში არეული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკურს ვგულისხმობ,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაერთიანების პერსპექტივა.

ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში მეორე ადგილისთვის იბრძვიან, რადგან ხმების დაახლოებით 40% აქვთ გადასანაწილებელი.

ისინი მეორე ადგილისთვის იბრძვიან. მათ ერთმანეთში აქვთ გადასანაწილებელი ხმების დაახლოებით 40% და ვისზე, როგორ განაწილდება ეს 40%, ამაზე მიდის ბრძოლა, ეს არის მათი ბრძოლის მთელი შინაარსი“,- განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით საბოტაჟს ახორციელებს.

ენჯეოები“ არ არიან ჩართული 12 პუნქტის შესრულებაში, პირიქით, ისინი ყველანაირად საბოტაჟს ახორციელებენ 12 პუნქტის შესრულების მიმართ, ისევე, როგორც ის პოლიტიკური პარტიები, რომლებთანაც ისინი დაკავშირებული არიან. ხომ არის რადიკალური ოპოზიცია, მათთან დაკავშირებულია რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“, საუბარია, მხოლოდ მდიდარ „ენჯეოებზე“, სხვა არასამთავრობოებზე საუბარი არ არის. ისინი პირდაპირ არიან ჩართული რადიკალური ოპოზიციის მიერ განხორციელებულ საბოტაჟში ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.