პოლიტიკა
იოზას ოლეკასი: მმართველმა პარტიამ უნდა სცადოთ პოლარიზაციის პრობლემის მოგვარება, ერთი მაგალითი შესაძლოა იყოს ციხიდან ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში პოლარიზაცია ძლიერია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, მმართველმა უმრავლესობამ უნდა სცადოთ ამ პრობლემის მოგვარება, ერთი მაგალითი შესაძლოა იყოს ციხიდან ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა იოზას ოლეკასმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე განაცხადა.

აქ საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან და ყველა წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს. როდესაც ვხედავთ, თუ რა გააკეთა საქართველომ ამ წიგნში, ეს კარგი წიგნია, გილოცავთ, მაგრამ ეს ცოტა ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. არა მხოლოდ ვისაუბროთ იმაზე, რასაც მიაღწიეთ, არამედ განვიხილოთ პრობლემები, როგორ შევასრულოთ ეს 12 პუნქტი. ჩვენ ევროპარლამენტში ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს პოზიციას, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ თქვენ მხოლოდ ბიუროკრატიულად არ უნდა თქვათ, რომ ორგანიზებული იყო კომისიის და სამუშაო ჯგუფის შეხვედრები. ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვიგრძნენით აღქმა, რეალური ცვლილებები ამ სიტუაციაში. პოლარიზაცია ძალიან ძლიერია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და თქვენ, მმართველმა პარტიამ და მმართველმა უმრავლესობამ, უნდა სცადოთ ამ პრობლემის მოგვარება. ერთი მაგალითი შესაძლოა იყოს ციხიდან ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება. ჩვენ, ყველა, ვსაუბრობთ პატიმრისთვის კარგ შესაძლებლობებზე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, იოზას ოლეკასმა.