სამართალი
საქართველოში ესკორტით ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფებოდა

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, ბათუმსა და კიდევ რამდენიმე ადგილას რუსული სარეგისტრაციო ნომრებით G-კლასის მერსედესის (Gelendvagen) მანქანების კოლონა დააფიქსირეს. ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის ინსტაგრამის გვერდზე ატვირთულ ვიდეოში, სულ ცოტა, ერთი ასეთი მანქანაა დაფიქსირებული იმავე სარეგისტრაციო ნომრებით.

არსებული ცნობებით, ახმეტხანოვი ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.