საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრს ბეგენჩ გოჩმოლაიევს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. საუბარი შეეხო საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებულ პოტენციალს და განხილულ იქნა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად.
ყურადღება დაეთმო საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მნიშვნელოვან პარტნიორობას ენერგეტიკის სექტორში.
განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდისთვის.
მთავრობის მეთაურმა ბეგენჩ გოჩმოლაიევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თურქმენეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი რეგულაციისა და ეკონომიკური კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი მირატ მურადოვი, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეტმირატ მურატოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი ესწრებოდნენ.