პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავის გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

 საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმი 29-31 მაისს გაიმართება.

მთავრობის მეთაური ფორუმის ფარგლებში ერთ-ერთ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.