უცხოეთი
რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი არ აპირებს, რომ ბელარუსს ბირთვული იარაღი გადასცეს.

მისივე თქმით, მასზე კონტროლის გამოყენების გადაწყვეტილების უფლება ისევ რუსეთის ხელში იქნება.

ამასთან, შოიგუმ აღნიშნა, რომ, შესაძლოა, მომავალში მათ მიიღონ გადაწყვეტილება დამატებითი ზომების მიღების შესახებაც სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირების მიზნით.

1tv.ge