ოფიციალური ინფორმაცია: „მოსკოვში ვიზიტი დიდი ხნის წინ მქონდა დაგეგმილი, ჯერ კიდევ სანამ სავიზო რეჟიმი გაუქმდებოდა და პირდაპირი ფრენები აღდგებოდა“, – განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა). მისი თქმით, მოსკოვში მისი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ქართულ ეკლესიაში წირვის ჩატარება და ადოლფ ოვჩინიკოვის მიერ აღდგენილი ქართული ფრესკების გამოფენაზე დასწრება იყო. რაც შეეხება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ წირვაზე დასწრებას, მეუფე ნიკოლოზის თქმით, აღნიშნულ მსახურებაზე დასწრების გადაწყვეტილების საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან შეთანხმება ვერ მოასწრო. „მოსკოვის საპატრიარქოც და საგარეო საქმეთა განყოფილებაც გავაფრთხილე, რომ ეს პატრიარქთან არ მექნებოდა შეთანხმებული, რომ ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ისინი მე მიმიწვევდნენ პირადად და არა როგორც ოფიციალურ დელეგაციას საქართველოს საპატრიარქოდან. ვფიქრობ, მქონდა უფლება, ინდივიდუალურად გადამეწყვიტა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ჩასვლისა და რუსეთის პატრიარქ კირილის ანგელოზის დღესთან დაკავშირებულ წირვაზე დასწრებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში კერძო ვიზიტით იმყოფება და არ წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს.
არნო ხიდირბეგიშვილი: არ გამოვრიცხავ, რომ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქს კირილს სთხოვა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის გადაეცა მიხეილ სააკაშვილის თხოვნა - ურჩიოს ოფიციალურ თბილისს მისი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება - უკრაინაში, ან პოლონეთში.
მეუფე ნიკოლოზი - სააკაშვილის სულიერი მამაა, რომელიც მას საავადმყოფოში სტუმრობს, აღსარებას იბარებს და აზიარებს. მის შესახებ ცნობილია, რომ ის იხრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის იმ ნაწილს, რომელიც თანაუგრძნობს საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას და აღიარებს სქიზმატური უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს. თუმცა, სხვებთან შედარებით მეუფე ნიკოლოზი ყველაზე პრაგმატული და მიმყოლია.
დღეს, როცა სააკაშვილმა რამდენიმე მილიონი დოლარი გაფლანგა დასავლელ ლობისტებზე, როცა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეწყალების იმედი დაკარგა, რომელიც ჯერ მინისტრად აქცია და შემდეგ - ხელიც არ ჩამოართვა, როცა მისი სიმულიანტობა სტრასბურგშიც დამტკიცდა და „ნაცმოძრაობამ“ მის მიერ იტერესი დაკარგა, მან ორიგინალური სვლა გადაწყვიტა, რაც სააკაშვილისთვის დამახასიათებელია. თუმცა, ეს სვლა არც ისე მოულოდნელია - სააკაშვილი ხომ საქართველოს პრეზიდენტი პუტინის თანხმობით გახდა, რომელიც თბილისში 2003 წლის ნოემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ჩამოიტანა! პრეზიდენტ სააკაშვილის პირველი ვიზიტი მოსკოვში, პუტინთან განხორციელდა. სააკაშვილი დღემდე დარწმუნებულია, რომ ის პუტინის ტყვეა - რომ სწორედ პუტინის მითითებით საქართველოს ხელისუფლებამ ის „ვივა მედში“ ჩაკეტა. იმიტომ, რომ სააკაშვილი თავს ძალიან დამნაშავედ გრძნობს პუტინის წინაშე, მან ხომ მაშინ მოატყუა პუტინი. რუსეთის პრეზიდენტი აპირებდა სააკაშვილისთვის დახმარებას - საქართველოს სანიმუშო პოსტსაბჭოთა ქვეყნად გადაქცევას ყველა სხვა ყოფილ რესპუბლიკებს შორის, რომელიც რუსეთის მოკავშირე გახდა - და მოიგო, მრავალი ექსკლუზიური ეკონომიკური ბონუსები მიიღო! სანაცვლოდ პუტინმა მხოლოდ ერთი რამ ითხოვა - არ დააჩქარონ რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა. შედგენილი იქნა ჯარების გაყვანის 15-წლიანი გრაფიკი, მაგრამ „კიდალა“ სააკაშვილმა, როგორც მას პუტინმა უწოდა, რუსი სამხედროები ერთ წელიწადში გააძევა.
სააკაშვილი დიდი ფანტაზიის მქონე კრეატიული ავანტიურისტია, ამიტომ დარწმუნებულია, რომ მსხვილი რუსი მაგნატი, რომელიც კარგად იცნობს ბიძინა ივანიშვილს რუსეთში ბიზნესის კუთხით, მაგალითად, ევტუშენკოვი, პუტინის დავალებით, დაურეკავს ივანიშვილს თბილისში და სთხოვს ექს-პრემიერ მილიარდერს გაუშვას სააკაშვილი - აქაოდა, ბოლოს და ბოლოს, მაინც პრეზიდენტი იყო ეს ვირიშვილი...
პატრიარქ კირილის მეშვეობით საქართველოდან პრეზიდენტი პუტინისთვის თხოვნების გადაცემის ტრადიცია ახალი როდია, ამას ხშირად სთხოვდნენ უწმიდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, მაგალითად, ცხინვალის ციხიდან საქართველოს მსჯავრდებული მოქალაქის ტატუნაშვილის გათავისუფლებას. უბრალოდ, ამჯერად მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, რომლის წყალობითაც დღეს ქართველები ცხინვალის ციხეში ხვდებიან და ამიტომ ილია მეორეპუტინთან სააკაშვილს არ უშუამდგომლებდა. პატრიარქი ილია, რა თქმა უნდა, ყველაფრის საქმის კურსშია, როგორც ყოველთვის, უბრალოდ, ასეთი უცნაური კომბინაცია - სთხოვონ რუსეთის პრეზიდენტს შუამავლობა კანონიერად მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქისთვის, რომელიც, საქართველოს პრეზიდენტობისას, რუსეთს ებრძოდა და პუტინს შეურაცხყოფდა - არ შეიძლება იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის არაოფიციალური მოთხოვნაც კი. ილია მეორე პოლიტიკოსი კი არა, ერის სულიერი მამაა, მაგრამ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, როგორც სააკაშვილის სულიერმა მამამ, შესაძლოა თავისი სულიერი შვილის გათავისუფლებაზე იზრუნოს! რა თქმა უნდა, საქართველოს ერთიანი ანტირუსული მოძრაობისთვის, ყველა geoფაშისტისთვის ეს საშინელი დარტყმაა! მათი საყვარელი პროდასავლელი მიტროპოლიტი, მათი ტელეეთერების ხშირი სტუმარი და სააკაშვილის აღმსარებელი, ჩაფრინდა პირდაპირ მტრის ბუნაგში - რუსეთში, მოსკოვში, რუსეთის პატრიარქთან!
დღეს, როდესაც აშშ და აშშ-ის ელჩი საქართველოში პრაქტიკულად ყოველდღიურად უბიძგებენ საქართველოს - მოუწოდებენ მის ხელისუფლებას - ისარგებლოს უკრაინაში ომით და დაიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, ეჭვგარეშეა, რომ 2008 წელს აშშ-მა მოატყუა სააკაშვილი, უბიძგა რა რუსეთთან საბრძოლველად! ზუსტად ისევე, როგორც დღეს აშშ-მ მოახდინა ზელენსკის პროვოცირება, ომით დაიბრუნოს ყირიმი და დონბასი, ამიტომ მიშას ჩანაფიქრი შეიძლება ახდეს კიდევაც - პუტინსა და ივანიშვილს სააკაშვილი ხომ ეცოდებათ! სააკაშვილი კანკალებს რუსთავის ციხეში გადაყვანის შიშით, სააკაშვილი კვდება აუდიტორიის, სექსის და ნარკოტიკების გარეშე...
ზოგადად, დღეს პოლიტიკაში ბევრი ნოუ-ჰაუა. მაგალითად, როცა ცნობილ პოლიტიკოსებს და დასავლელ მოღვაწეებს სურთ აცნობონ მსოფლიო თავიანთი არაოფიციალური პოზიცია, რომელიც რუსეთის „წისქვილზე წყალს ასხამს“, პრანკერებს იყენებენ. რასაკვირველია, ვოვანი და ლექსუსი ორი ხუნარა როდია, რომლებიც „ბლატით“ იგებენ მაღალი თანამდებობის პირების ტელეფონებს და აბრიყვებენ მათ, და ისინიც, იდიოტებივით, „ტყუვდებიან“! სინამდვილეში, ეს არის პოლიტიკოსების დაკვეთით ანალიტიკოსების შემუშავებული და სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული სერიოზული პიარ-პროექტები.
ჩემი ვერსიის დამადასტურებელი ჯიდევ ერთი არგუმენტი - რომ ქართველმა მიტროპოლიტმა რუსეთის პატრიარქს სააკაშვილის გასათავისუფლებლად დახმარება სთხოვა - ისაა, რომ ეს ყველაფერი რუსეთ-საქართველოს დაახლოების ფონზე ხდება, ანუ იმ ტრენდის ნაწილია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო - არ გახსნა მეორე ფრონტი და არ გამოუცხადა სანქციები რუსეთს, და გააგრძელა რუსეთმა - დააბრუნა პირდაპირი ავიამიმოსვლა და საქართველოს მოქალაქეებს ვიზები მოუხსნა. თუ სააკაშვილს პუტინის თხოვნით მართლა გაუშვებენ, ეს იქნება ბოლო ლურსმანი რადიკალური ნაცოპოზიციის კუბოში - აგერ, თუ არ არის მიშა კრემლთან შეკრული! საქართველოს ხელისუფლება ამაში არ მონაწილეობს, თუმცა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, სავარაუდოდ, პატრიარქ კირილეს ილია მეორის აზრიც გადასცა, მილოცვასთან და საჩუქართან ერთად.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2023 წლის 25 მაისი
საქართველო, თბილისი