საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მისი ამოცანა და ვალდებულებაა ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის დაცვა.
„თუ ჩვენ განვსჯით ქვეყნის მუშაობას და მის დამსახურებას უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, ჩვენ ორივეს ვუსწრებთ წინ ორჯერ, სამჯერ ანუ თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომასა და მუშაობაზე, როგორ მუშაობენ ეს ქვეყნები. საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია ჩვენი გეოგრაფიის, მიმდინარე ოკუპაციის გამო. 20% არის კვლავ ოკუპირებული. მინდა გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90 წლებში, ორი ომი გვქონდა, 2008 წელს რუსეთთან, პატარა ერი, 4 მილიონიანი მოსახლეობით, პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან. ჩვენ რას ვაკეთებთ იცით? ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩემი ამოცანა, ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ინტერესების, ჩემი ხალხის დაცვა.
ჩემი ინტერესია მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემი ქვეყანა მივუახლოო ევროკავშირსა და ნატოს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვინმეს საქართველოში თუ უნახავს რაიმე ხელშესახები შედეგი, ეს ჩემი მთავრობის, იმ პოლიტიკური ძალის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთეთ, ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია - ევროკავშირი და ნატო“, - განაცხადა პრემიერმა.