უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - ხშირად გვესმის, რომ რუსეთმა დაიწყო ომი, ასე არ არის, რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციით ცდილობს, დაამთავროს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ დაწყებული ომი

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ხშირად გვესმის, რომ რუსეთმა დაიწყო ომი, ეს ასე არ არის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, რომლებიც „ისტორიული უსამართლობის გამო ქვეყნის ტერიტორიის გარეთ დარჩნენ“.

„ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ რუსეთმა დაიწყო ომი. არა, ეს ასე არ არის. რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციით ცდილობს, დაამთავროს ეს ომი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ დაიწყეს. ისტორიული უსამართლობის გამო ჩვენი მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიის გარეთ დარჩნენ, მაგრამ ისინი მაინც ჩვენი მოქალაქეები არიან და რუსეთი ყველაფერს აკეთებს მათ დასაცავად“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

1tv.ge