პოლიტიკა
ბატონო პრემიერ-მინისტრო, დაუბრუნეთ საქართველოს მოქალაქეობა რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს! - არნო ხიდირბეგიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

     ბატონო პრემიერ-მინისტრო!

   რუსეთის პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტისგან განსხვავებით, ქართველებისთვის კარგი საქმე გააკეთა - გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა პირდაპირი ავიამიმოსვლა. 19 მაისამდე მგზავრობა თვითმფრინავით რუსეთიდან - საქართველოში და უკან, მართალია - მესამე ქვეყნის გავლით, მაგრამ მაინც იყო შესაძლებელი, როგორც ვიზის აღებაც, ასე რომ, რასაც ახლა გთხოვთ, უფრო მნიშვნელოვანია.

   საქმე ისაა, რომ თქვენი წინამორბედის დროს, რომლის გვარის ხსენებაც არ მინდა, ჩვენთანამემამულეებ, რომლებმაც სხვადასხვა დროს, ცნობილი მიზეზების გამო, დატოვეს საქართველო და დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთში ხანგრძლივი ყოფნისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის სავალდებულო მიღების გამო, მასობრივად უარუცხადებდნენ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე. სტანდარტულ პასუხში იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეყრდნობა და გასაჩივრების ინსტანციად საქართველოს პრეზიდენტზე მიუთითებს. ანუ აღმართულია გადაულახავი ბიუროკრატიული კედელი, რის გამოც ჩვენი უცხოეთში მყოფი თანამემამულეები სამართლიანობას ვერ აღწევენ.

   ბატონო პრემიერ-მინისტრო, დაუბრუნეთ საქართველოს მოქალაქეობა ათასობით ჩვენს თანამემამულეს, რომლებმაც მრავალი გაჭირვება და სამშობლოსთან განშორებიტკივილი გადაიტანეს! ისინი სამუდამოდ დარჩებიან თქვენი მადლიერი, მათი უმრავლესობა ემიგრაციაში ხომ რეჟიმისგან თავის დასახწევად, ან ლუკმა-პურის საშოვნელად წავიდა, ამიტომ სახხლში დაბრუნებაზე ოცნებობ, მათ შორის - აფხაზეთის და ცხინვალის მკვიდრნი.

   მეორე თხოვნა ეხება რუსებს, რომლებსაც საქართველოში სტუმრობა სურთ, მაგრამ ადრე აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გადავიდნენ, რაც აკრძალულია ოკუპაციის შესახებ კანონით. ამ კანონის ავტორები, მოგეხსენებათ, საქართველოს მოღალატეები არიან, რომელთა გამოც ჩვენი სამშობლო ტერიტორიის 20% დაკარგა. განა აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველო არ არის?! რუსული ავიაკომპანია აზიმუტიც“ კი მათ საქართველოდ მიიჩნევს, სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი კანონი კი ცალკე მოიხსენიებს! თუ პრეზიდენტმა პუტინმა გააუქმა ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც რუსეთისთვის არაუცხო პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, ჩვენ რატომ ვუკრძალავთ რუსეთის მოქალაქეებს ჩამოსვლას, თუ ისინი მანამდე ეწვივნენ აფხაზებსა და ოსებს, რომლებსაც ძმებს ვუწოდებთ? და არა მარტო ვკრძალავთ, ვსჯით კიდეც!

   ბატონო პრემიერ-მინისტრო, გააუქმეთ ეს უაზრო აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსდა ქართული ოცნებისმიერ შემოთავაზებული ახალი ალტერნატივო მშვიდობიანი შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკას!

   ღრმა პატივისცემით,

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 23 მაისი
საქართველო, თბილისი