სამართალი
ელენე ხოშტარია წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს. მან უკვე დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი.

ყვარელში რაც მოხდა, როგორც იქცეოდა პოლიცია, ამის შემდეგ, ბუნებრივია, წავედი კახეთში და პირდაპირ, პრაქტიკულად ჩემს თვალწინ, მგონი, პოლიციის უფროსი იყო, ფიზიკურად გამოყარა ადვოკატი და აქტივისტები შენობიდან, რის გამოც მე მას ფიზიკურად დავუპირისპირდი. მინდა, ხაგზასმით ვთქვა, რომ პოლიცია, რომელიც იცავს ლავროვს, ძალადობს საკუთრ მოქალაქეებზე, ასე თელავს უფლებებს, დიახ, ისინი მიიღებენ მსგავს პასუხს. დიახ, მე დავუპირისპირდი პოლიციის უფროსს, რომელიც ამას იმსახურებდა, რადგან იძალადა მოქალაქეებზე და იცავდა ლავროვს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, სასამართლოსთან თანამშრომლობას არ აპირებს.

მე, ზოგადად, სასამართლოსთან არ ვთანამშრომლობ არცერთ ეტაპზე, რადგან ეს არ არის სასამართლო, ეს არის სანქცირებული „კლანის“ დაჯგუფება, არ მინდა, ყველას შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ როგორც სისტემა, ეს არის მონების სისტემა. ამიტომ არ ვაპირებ არც მისვლას, არც ჯარიმის გადახდას, არანაირი ტიპის თანამშრომლობას“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.