აქტუალური
თურქეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სინან ოღანი არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს მხარს

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სინან ოღანი არჩევნების მეორე ტურში რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს მხარს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქული მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ სინან ოღანი ხუთპუნქტიან პროტოკოლს მოაწერს ხელს და მხარდაჭერას ერდოღანს გამოუცხადებს.

მედიის ინფორმაციით, სინან ოღანი არა მხოლოდ განცხადებას გააკეთებს, არამედ გამოაცხადებს იმ პუნქტებს, რომლებიც მან პრეზიდენტ ერდოღანთან განიხილა.

გავრცელებული ინფორმაციით, სინან ოღანმა მხარდაჭერის სანაცვლოდ თურქეთის პრეზიდენტს მოსთხოვა, არ შეცვალოს კონსტიტუციის პირველი ოთხი მუხლი, აღკვეთოს კონსტიტუციიდან თურქული იდენტობის ამოღების მცდელობა, იბრძოლოს ყველა სახის ტერორიზმთან, განახორციელოს თავშესაფრის მაძიებელთა ეტაპობრივი დეპორტაცია და უზრუნველყოს მეტი მოქნილობა საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკაში.