უცხოეთი
რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის ოლქში საგანგებო გეგმა აამოქმედეს, რომელიც ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი პირადი შემადგენლობის მობილიზაციას ითვალისწინებს

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის ოლქში საგანგებო გეგმა აამოქმედეს, რომელიც ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი პირადი შემადგენლობის მობილიზაციას ითვალისწინებს. რუსული მედია წერს, რომ გრაივორონის რაიონიდან და ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.

როგორც ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩისლავ გლადკოვი აცხადებს, გრაივორონის რაიონში შევიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი, ხოლო რუსული ძალები იღებენ ზომებს მისი ლიკვიდაციისთვის.

ტელეგრამარხებზე ვრცელდება ბელგოროდის ოლქში აფეთქებებისა და სროლის ამსახველი ვიდეოები.

1tv.ge