პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: კელი-კალკულატორი, ბრძოლა კავკასიისთვის და რატომ თვლის პუტინი ქართველებს თავისიანებად

   აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა თბილისის რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ხმაური არაფრის გამო («Much Ado About Nothing») მოაწყო. კელი დეგნანმა საქართველოში სახელი გაითქვა რეალითი შოუ "გარაჟის" დადგმით (როდესაც თბილისის პრესტიჟულ უბანში საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ლობირებდა მიწისქვეშა ავტოფარეხის მშენებლობას და ამხანაგობის შეხვედრაზე განსხვავებული აზრის მქონე მცხოვრებლებს განუცხადა, რომ, აქაოდა, ეს აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებშია), თუმცა აეროპორტში მას აშკარად არ ეყო შექსპირის ნიჭი და შეძლო მხოლოდ ასიოდე ქართველი ლიბერალ-ფაშისტის მოსყიდვა, რუსეთისა და ავიაკომპანია „აზიმუტის“ „Sukhoi Superjet 100“-ის საგინებლად, რომელმაც პირველი რეისი „მოსკოვი-თბილისი“ 19 მაისს შეასრულა. ჭკუათხელები, დოლარების გამოსამუშავებლად, თხებივით დარბოდნენ აეროპორტის ირგვლივ ბორცვებზე, აფრიალებდნენ რუსებისა და რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ პლაკატებს, დროდადრო ქვემოთ ჩამორბოდნენ და მოსკოვიდან ჩამოსულ ქართველებს - საზოგადოებრივ აქტივისტებს - უყვიროდნენ, მაგრამ პოლიცია მათ უკან მიერეკებოდა.

ყველაზე მეტად ხულიგნობდა ხმაურის ორგანიზატორი Яკა ხოშტარია, რომელიც პოლიციის მანქანებს საღებავს აცხებდა, რაც გასაკვირი არ არის. მოგეხსენებათ, უკრაინელი ფაშისტები გერმანელებზე მეტად მძვინვარებდნენ, რათა თავიანთი არაარიული წარმომავლობის კომპენსირება მოეხდინათ. მგზნებარე რუსოფობიით Яკას სურს გაამქრქალოს ლაქა თავის ბიოგრაფიაში, რომ ის მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია; რომ მამამისს, პოსტსაბჭოთა საქართველოს პირველ საგარეო საქმეთა მინისტრს, ქართველები მიიჩნევენ მოღალატედ, რომელმაც უღალატა პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას; რომ მისი ოჯახი ყოველთვიურად ათეულობით მილიონ რუბლს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო 25 წლის განმავლობაში, რადგან მამამისი მარიინსკის თეატრის მხატვრის სოლიკო ვირსალაძის ძმისშვილი და მემკვიდრეა, შესაბამისად, იღებს ჰონორარს აწ გარდაცვლილი სახელგანთქმული ბიძის მიერ გაფორმებული ყველა სპექტაკლიდან.

   დავუბრუნდეთ სულმოკლე ცეროდენა კელი დეგნანს, რომელსაც, გაშლილი თმის, უთავბოლო ქცევისა და თევზის თვალების გამო, "მედუზა გოგონა" შევარქვი. საქართველოში მას დაიხსომებენ როგორც ურცხვად მატყუარა, ბოროტსა და შურისმაძიებელ ადამიანს, რომელმაც აშშ-ის ვიზა არ მისცა მსოფლიოში ცნობილ, ხალხური სიმღერის ქართულ საბავშვო ანსამბლ მართვეს მხოლოდ იმიტომ, რომ 50 ბავშვიდან ერთ-ერთი საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შვილია, რომელიც თავს უფლებას აძლევს, გააკრიტიკოს ამერიკის ელჩი!

   ადგილობრივი ლგბტქი + თემის მფარველი, დეგნანი ვერ აცნობიერებს, რომ ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა იმიტომ აღადგინა, რომ თავად შეაჩერა იგი 2019 წელს, რაც ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთთან, რომელიც თავად გაწყვიტა 13 წლის წინ. სსრკ-ის ლიკვიდაციიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ ცდილობს საქართველო - კონსერვატიული ღირებულებებისა და უძველესი მართლმადიდებლური კულტურის მქონე ეროვნული ქვეყანა გადააქციოს რუსოფობებითა და ჰომოსექსუალებით დასახლებულ კოლონიად, მრავალეროვნული ქართველი ხალხი და ტოლერანტული ქართველები - მონებად, ლიბერალ-ფაშისტებად, სექტანტებად და ათეისტებად, რაც ნაწილობრივ მხოლოდ იმიტომ მოხერხდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველო და რუსეთი დაშორდნენ.

   ამერიკელების უმეტესობის მსგავსად, რომლებიც ტყუილუბრალოდ არაფერს აკეთებენ - ირჯებიან მხოლოდ ფულისთვის, დეგნანიც ვერ ხვდება, რატომ გააუქმა პუტინმა დიადი გამარჯვების 78 წლისთავზე საქართველოსთვის მის მიერვე დაწესებული სავიზო რეჟიმი. დეგნანმა ვერ გაუგია, რატომ თვლის რუსეთის პრეზიდენტი ქართველებს თავისიანებად, რუსები კი, მოგეხსენებათ, თავისიანებს გასაჭირში არ ტოვებენ. ყველა უმეცარივით საკუთარ თავზე შეყვარებული და ამბიციური დეგნანი ვერასოდეს გაიგებს, რომ საქართველოს ვეტერანების შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს წითელი მოედნის ქვაფენილზე სასიარულოდ ვიზა არ სჭირდებათ!

ან იქნებ აშშ, ქართველების ხელახალი აღზრდის მცდელობით, თავადაც ჩვენ, უდარდელ ქართველებს დაემსგავსა?! უკრაინაში გადარიცხულ 50 მილიარდ დოლარს ხომ საქართველოსთვის გაწეული 5 მილიარდი დოლარის „დახმარების“ ბედი ეწევა - ამერიკული იარაღივით ჩამოიწერება. რატომ არ გამოითვლის ამერიკელი დეგნანი, რომ რუსეთიდან საქართველოში წელიწადში ორჯერ მეტი დოლარი შემოდის, ვიდრე აშშ-დან საქართველოსთან დიპურთიერთობის 30 წლის განმავლობაში შემოვიდა? მეტიც, გადმორიცხული ხუთი მილიარდი დოლარის თითქმის ნახევარი აშშ-ში დაბრუნდა - საქართველო დაავალდებულეს, შეეძინა ამერიკული, პირატესად მოძველებული შეიარაღება, მეორე ნახევარი კი ამერიკული გავლენის ადგილობრივი აგენტების - მოღალატე პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროპაგანდისტული ტელეკომპანიებისა დასამოქალაქო სექტორის“, ანუ ლგბტ-თემის მხარდაჭერას მოხმარდა! დაე, კელი-კალკულატორმა გამოთვალოს სახელმწიფო ხაზინის შემოსავალი ქართული ექსპორტიდან რუსულ ბაზარზე და რუსი ტურისტებისგან საქართველოში, ფულადი გზავნილები რუსეთიდან და მარჟა რუსული იმპორტიდან საქართველოში, რომელსაც ამერიკული "დახმარება" ვერ შეედრება! და ნუ დაავიწყდება პურიც: მთელი საქართველო - ხალხიც, ხელისუფლებაც, რუსოფობებიც, ლიბერალებიც, ნაცისტებიც და თვითონაც, აშშ- ელჩიც - ყველა რუსულ პურს ჭამს, რადგან საქართველოსთვის მარცვლეულის ერთადერთი მომწოდებელი რუსეთის ფედერაციაა!

თუ ამერიკელ დეგნანს არ დაავიწყდა ფულის დათვლა, დაე უპასუხოს - რამდენი ცენტის მოწყალება გასცა ღარიბებზე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში და რატომ მოჰპარა შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა, აშშ-ის მითითებით, 600 მილიონი დოლარი ფილანტროპ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საკუთარი 3 მილიარდი დოლარი დაახარჯა საქართველოს? რატომ დაუწესა აშშ-მა სანქციები ოთხ ქართველ მოსამართლეს თუნდაც ერთი მტკიცებულების გარეშე - მხოლოდ უკრაინელი და ქართველი ფაშისტების კარნახით, ამავე დროს, უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 3 მილიონი დოლარის ქრთამის აღების გამო დააკავეს? კიდევ რამდენი კორუმპირებული უკრაინელი მოსამართლეა ვსევოლოდ კნიაზევთან კავშირში? ასეთი უკრაინა მიიღეს ევროკავშირის კანდიდატად?! კიდევ რამდენ კორუმპირებულ ევროპარლამენტარს დააკავებენ, რომლებიც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ევა კაილისთან არიან დაკავშირებული, სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნისგან ასტრონომიული ქრთამის აღების გამო რომ დააკავეს? ეს არის ევროპული სტანდარტები, რომლებსაც უკრაინა აკმაყოფილებს და არ აკმაყოფილებს საქართველო, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ აღირსეს?!

დაე, კელი-კალკულატორმა გამოთვალოს, რამდენს მოიგებს საქართველო აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო კავშირის გახსნით, განსაკუთრებით - ტურისტულ სეზონზე? მით უმეტეს, რომ თბილისი - ზემო ლარსის ახალი გზა ექსპლუატაციაში გაეშვება არა უადრეს მომავალი წლისა? ფული, მხოლოდ ფული - არაფერი პირადული, ქალბატონო დეგნან, თქვენ მაინც ვერ გაიგებთ ქართველების ტკივილს, მშობლიური სახლის ზღურბლს, მშობლიურ მიწას და აფხაზეთში ნათესავების საფლავებს რომ ვერ ეამბორებიან! სომხები კი დაგეხმარებიან სომხეთისთვის მოგების გამოთვლაში, რომელიც რკინიგზის გახსნით მიიღებს! გაიხსნება როკის გვირაბის გავლით საავტომობილო მარშრუტიც, რადგან ამასაც ითვალისწინებს შეთანხმება ტვირთისა და საქონლის მონიტორინგის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერა "დემოკრატიის შუქურამ" აშშ-ის ვერსიით, ამჟამად კი პაციენტმა-სიმულიანტმა და პატიმარმა სააკაშვილმა.

დაითვალა კი კელი დეგნანმა, რა დაუჯდა მოტყუებულ საქართველოს ერაყსა და ავღანეთში სხვის ომში მონაწილეობა? რა თქმა უნდა, არა, რადგან მოტყუებული ქართველი ახალგაზრდების სიცოცხლე ფასდაუდებელია, ხოლო ამერიკის ელჩმა მხოლოდ ფულის თვლა ეხერხება! სამაგიეროდ, ელჩმა დეგნანმა კარგად იცის, რამდენ დოლარს მიიღებს აშშ, თუ მოიგებს ახალ ბრძოლას კავკასიისთვის, რომელიც დიდი ხანია დაიწყო! ელჩ დეგანს სახდეპიდან აცნობეს - რამდენს მოიგებს აშშ, თუ ევროპა არ მიიღებს კასპიის ნავთობსა და გაზს, რომელიც საქართველოსა და თურქეთზე გამავალი მილსადენებით მიედინება, ანუ დამოკიდებული გახდება ამერიკულ თხევად გაზსა და ნავთობზე! ლენგლის ანალიტიკოსებმა კარგად გამოთვალეს, თუ რამდენს მოიგებს აშშ, თუ გადაკეტავს საქართველოზე გამავალ „დიდი აბრეშუმის გზას“, რომელიც ჩინეთსა და შუა აზიის ქვეყნებს ევროპასთან აკავშირებს; და რამდენს წააგებენ "კავკასიური პლატფორმა "3+3-ის ქვეყნები საქართველოს გარეშე და საქართველო - "კავკასიური პლატფორმა "3+3-ის გარეშე.

კელი დეგნანმა არ იცის ერთი რამ - რომ აშშ ვერაფრის დიდებით ვერ მოიგებს ბრძოლას კავკასიისთვის, როგორც ფაშისტებმა ვერ მოიგეს ის დიდი სამამულო ომის დროს, ანგლოსექსებს ამის გამოთვლის უნარი არ შესწევთ, მიუხედავად მათ ხელთ არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა.

     P.S.

   ამერიკელ დეგნას, რომელიც მალე დატოვებს საქართველოდა, სავარაუდოდ - არა ცარიელი ჯიბეებით, მივცემ არითმეტიკულ ამოცანას, რომელსაც ნებისმიერი ქართველი პირველკლასელი გაუმკლავდება: რამდენს მოიგებს საქართველო იმით, რომ მოსკოვი-თბილისის“ რეისით ჩამოსულ თითოეულ რუს ავიამგზავრთბილისის აეროპორტში ქართული ღვინით, ჩურჩხელებითა და თბილისის რუქით დახვდებიან?

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 21 მაისი
საქართველო, თბილისი