უცხოეთი
სერგეი ლავროვი - „დიდი შვიდეულის“ სამიტის გადაწყვეტილებები რუსეთისა და ჩინეთის ორმაგი შეკავებისკენაა მიმართული

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები მიმართულია რუსეთისა და ჩინეთის ორმაგი შეკავებისკენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„შეხედეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღეს ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განიხილავენ და იღებენ და რომლებიც მიმართულია რუსეთისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმაგ შეკავებაზე“, - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ გმობენ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ამასთან, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ჩინეთს მოუწოდებენ, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და შეაჩეროს სამხედრო აგრესია.

interpressnews.ge