უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერსა“ და რუსეთის არმიას უკრაინის ქალაქ ბახმუტის „გათავისუფლება“ მიულოცა

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერსა“ და რუსეთის არმიას უკრაინის ქალაქ ბახმუტის „გათავისუფლება“ მიულოცა, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი არტიომოვსკის სახელით მოიხსენიებს.

კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პუტინმა აღნიშნა, რომ ბრძოლა რუსეთის გამარჯვებით დასრულდა.

კრემლის ცნობითვე, ყველა, ვინც ბახმუტის ბრძოლაში გამოირჩეოდა, სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოვდება.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სერგი ნიკიფოროვმა დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დაადასტურა რუსული ძალების მიერ ქალაქ ბახმუტის დაკავება. „ჟურნალისტის შეკითხვა: რუსებმა განაცხადეს, რომ ბახმუტს აიღეს. პრეზიდენტის [ზელენსკის] პასუხი: ვფიქრობ, არა. ამდენად, პრეზიდენტმა უარყო ბახმუტის აღება“, - განაცხადა ნიკიფოროვმა.

interpressnews.ge