პოლიტიკა
„რია-ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ალექსანდრ პანკინმა განაცხადა, რომლის შეფასებით, „საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად საქართველო ყოველწლიურად ერთსა და იმავე მანევრს იყენებს“.
„დღევანდელი ობიექტური რეალობა კი ასეთია: რეგიონში დამოუკიდებელი სახელმწიფოები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, არსებობენ და ამის გაგება როგორც საქართველოს, ისე მის მოკავშირეებს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევთ“, – განაცხადა პანკინმა.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დევნილების დაბრუნების უფლება აღიარა. რეზოლუციას მხარი 57-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 13-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა, 74-მა პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.