უცხოეთი
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი თურქეთიდან იუწყება, ამის შესახებ თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმეთ იენერმა განაცხადა.

აჰმეთ იენერის თქმით, დღეიდან მეორე ტურის საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. უმაღლესი საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ 14 მაისის არჩევნებზე დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რომელმაც 88,92% შეადგინა.

მეორე ტურში ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ მიიღებენ მონაწილეობას. ამ დროისთვის არსებული წინასწარი მონაცემებით, თურქეთის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხმათა – 49.50%, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 44,89% აქვს.

1tv.ge