რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ შეუშლიან ხელს აშშ და ევროკავშირი ავიამიმოსვლას რუსეთსა და საქართველოს შორის

     ამერიკის მიზნები და ამოცანები საქართველოს უკავშირდება

1. გადაკეტოს საქართველოზე გამავალი რკინიგზა „ბაქო-თბილისი-ყარსი“ და საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი „ერთი სარტყელი და ერთი გზა“, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს;

2. აკონტროლოს სტრატეგიული ნავთობისა და გაზის მილსადენები, რომლებიც კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან - საქართველოს გავლით - თურქეთამდე და იქიდან - ევროპაში მიდის, ასევე ელექტროკაბელი აზერბაიჯანიდან - საქართველოს გავლით და შავი ზღვის ფსკერზე - ევროპისკენ;

3. არ დაუშვას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გააქტიურება „კავკასიურ პლატფორმაზე 3 + 3“ - თურქეთთან, რუსეთსა და ირანთან;

4. დაბლოკოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული კავშირები, პირდაპირი ავიამიმოსვლა და უვიზო რეჟიმი საქართველოსა და რუსეთს შორის, რაც გარდუვალად გამოიწვევს დიპლომატიური ურთიერთობებისა და სრულმასშტაბიანი ეკონომიკური პარტნიორობის აღდგენას;

5. ხელი შეუშალოს ევროკავშირის ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებას, რომელიც, უკრაინაში ომისა და ანტირუსული სანქციების შედეგად, მთლიანად ამერიკის შეერთებულ შტატებზე გახდა დამოკიდებული;

6. შეაფერხოს ჩინეთისა და შუა აზიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარება - რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მოკავშირეების, რომლებმაც საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში სატრანსპორტო სავაჭრო დერეფანს მიიღებენ;

7. ხელი შეუშალოს თურქეთის გარდაქმნას სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბად - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვ.პუტინის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირს კასპიისპირა ქვეყნებიდან ენერგომატარებლებით უზრუნველყოფს;

8. ხელი შეუშალოს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკურ განვითარებას - გარდაუვალს, საქართველოსა და რუსეთს შორის, აზერბაიჯანსა და თურქეთთან სომხეთის ურთიერთობების დარეგულირების შემთხვევაში, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს რუსეთისა და თურქეთის გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში და აშშ-ის გეგმის ჩაფლავებას შავ ზღვაზე დომინირებასთან დაკავშირებით.

 

პუტინის გადაწყვეტილებები ექსპრომტი როდია, ის გასული წლის სექტემბრიდან მზადდებოდა

   რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 10 მაისის № 335 ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 10 მაისის № 336 ბრძანებულება პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის გაუქმების შესახებ დიადი გამარჯვების 78 წლის იუბილეს დაუკავშირდა და ამიტომ დანიშნულ დრომდე 20 დღით ადრე გამოცხადდა. ციტატა საქინფორმთან 2022 წლის 22 დეკემბრის ინტერვიუდან: საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზები გაუქმდება მომავალი წლის ივნისში, იმ დროისთვის ან ცოტა ადრე აღდგება პირდაპირი ავიამიმოსვლაც რუსეთსა და საქართველოს შორის. ირიბი საფუძვლებ - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვ.პუტინის 2022 წლის 30 ოქტომბრის დავალებები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის 2022 წლის 6 სექტემბრის სხდომის შედეგებზე დაყრდნობით“.

 

აი ის 2 დავალება 59-დან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვებსაიტიდან kremlin.ru

„რუსეთის ფედერაციის მთავრობამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ერთად, მოამზადოს და წარადგინოს წინადადებები:

ა) გაიზარდოს ავიაგადაზიდვების მოცულობა უცხო სახელმწიფოებთან, რომლებიც არ არიან შეყვანილი იმ უცხო სახელმწიფოების სიაში, რომლებიც ახორციელებენ არამეგობრულ ქმედებებს რუსეთის ფედერაციის, რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ;

პასუხისმგებელნი - მიშუსტინ მიხაილ ვლადიმირის ძე, ლავროვი სერგეი ვიქტორის ძე, კოლოკოლცევი ვლადიმირ ალექსანდრეს ძე, ბორტნიკოვი ალექსანდრ ვასილის ძე

შესრულების ვადა - 2023 ლის 2 ივნისი

ბ) დაწესდეს უვიზო რეჟიმი (ურთიერთქმედების პრინციპის გათვალისწინების გარეშე) რუსეთის ფედერაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მგზავრობისთვის ტურისტული, საქმიანი, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, აგრეთვე სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის;

პასუხისმგებელი - მიშუსტინ მიხაილ ვლადიმირის ძე, ლავროვი სერგეი ვიქტორის ძე, კოლოკოლცევი ვლადიმირ ალექსანდრეს ძე, ბორტნიკოვი ალექსანდრე ვასილის ძე

შესრულების ვადა – 2023 წლის 1 ივნისი“.

 

ყურადღება:

გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა ახლახან მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან მოყოლებული წერილობითი მიმართვის სახით მას სხვადასხვა ენთუზიასტი მოხალისეები მიმართავენ, რომლებსაუმეტესწილად მერკანტილურდა კარიერულმიზნები ჰქონდათ. ამით რუსეთის პრეზიდენტმა აჩვენა:

- რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენა ორივე მხარის ხელისუფლების (პრეზიდენტი და მთავრობა - რუსეთის ფედერაციაში, პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტია - საქართველოში), და არა ცალკეული საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან მედია ორგანიზაციების პრეროგატივაა, რომლებიც აქტიურობენ ბოლო 13 ლია აქტიურობენ;

- რომ რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ საქართველოში, რომელსაც სათავეში უდგას დღევანდელი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული მმართველი პარტია ქართული ოცნება.

რომლებიც აცხადებენ ტერიტორიული პრობლემების უალტერნატივო მშვიდობიანი გზით გადაჭრის შესახებ;

 რომელთა მმართველობის დროსაც - ერთადერთი შემთხვევა პოსტსაბჭოთა პერიოდში! - საქართველო არ ომობდა;

 ვინც საქართველო არ აქცია ანტირუსულ პლაცდარმად - არ გახსნა აქ "მეორე უკრაინული ფრონტი" - არ შეუტია რუსეთის ბაზებს გუდაუთაში, ცხინვალსა და სოფელ ჯავაში, მიუხედავად დასავლელი "პარტნიორების" და კიევის ზეწოლისა;

 ვინც დაეხმარა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებით, მაგრამ უარი თქვა იარაღით დახმარებაზე - არ გაუგზავნა ბუკები და ჯაველინები, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან დაყოლიების მცდელობისა და კიევის კრიტიკისა;

 ვინც არ მოახდინა ქართველი მოხალისეებისთვის ჩარტერული რეისების ორგანიზება უკრაინაში და არ აქცა თბილისის შ.რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთიდან დაქირავებული ბოევიკევის სატრანზიტო პუნქტად;

 ვინც შეძლო სიტუაციის შენარჩუნება კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში, რუსოფობიური ანტურაჟით მრავალრიცხოვანი სახელმწიფო გადატრიალების- რევოლუციების მცდელობის მიუხედავად;

 ვინც არ შეუერთდა ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს, არ გადაკეტა რუსეთთან სავაჭრო სატრანსპორტო დერეფანი და ბიზნესურთიერთობები მიუხედავად კოლექტიური დასავლეთისა და კიევის მხრიდან მრავალიგზის მუქარისა;

 რომლებიც ხელს არ უშლიან ტურისტებსა და ვიზიტორებს რუსეთიდან.

 

   ყველა ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არ აწყობს ამერიკის შეერთებული შტატებისდა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომლებსაც სურთ მისი ჩანაცვლება რადიკალური ოპოზიციონერებით - სააკაშვილის ექს მმართველი პარტიის ნარჩენებით, უცხოელი აგენტებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროპაგანდისტული ტელეკომპანიებიდან, ასევე ლგბტ აქტივისტებით, სექტანტებითა და ათეისტებით დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობით, რომლებიც მეორე დღესვე დათანხდებიან აშშ-ის ყველა ზემოაღნიშნულ მოთხოვნას და ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციას. ისინი ასევე დათანხმდებიან აშშ-ის საზღვაო ბაზის მშენებლობას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, რაც აუცილებელი ინსტრუმენტია აშშ-ის დასაწყისში ჩამოთვლილი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.

აქართველოს პრემიერ-მინისტრს კი ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური ქმედებების კონფერენციაზე (CPAC, „Conservative Political Action Conference“) გამოსვლას არ აპატიებენ. ღარიბაშვილი არის საქართველოს პირველი ხელმძღვანელი მის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომელმაც საერთაშორისო ტრიბუნიდან დააფიქსირა ქართველი ხალხის ალტერნატივო ერთგულება კონსერვატიული ტრადიციული ღირებულებებისადმი, რაც გულისხმობს მართლმადიდებლობას, ჰეტეროსექსუალობას, ქორწინების ინსტიტუტს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას. ირაკლი ღარიბაშვილს არ აპატიებენ ტრადიციულ ოჯახს, რომელსაც მოკლებული არიან აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები.

   ყველა ზემოაღნიშნული მიზეზის გამო, აშშ და ევროკავშირი ხელს შეუშლიან რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლას, როგორც მორიგ ნაბიჯმათი დაახლოებისკენ, ამიტომ ჩამოვთვლი სავარაუდო საფრთხეებს, რომლებიც ელის საქართველოს და მის მთავრობას უახლოეს მომავალში. მანამდე კი მინდა ავღნიშნო, რომ თუ რუსეთმა თავად შეწყვიტა ავიამიმოსვლა საქართველოსთან და დღეს თავადვე აღადგინა, საქართველომ თავად შეწყვიტა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები და თავადვე უნდა აღადგინოს. საქართველოს ნაცვლად ამას რუსეთი ვერ გააკეთებს. თუმცა რუსეთის მზადყოფნა საქართველოსთან დარეგულირების გზას გაჰყვეს, საკმაოდ მყიფეა: „კარი შეიძლება დაიხუროს“, თუ ქვემოთ მითითებული საფრთხეები მატეალიზდება.

შანტაჟი დასავლეთის მხრიდან: რეკვები საქართველოს მთავრობასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოთხოვნით, შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს და არ მიიღოს რუსული თვითმფრინავები თბილისში, წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის აეროპორტი დაექვემდებარება სანქციებს, ხოლო საქართველოს კვლავაც არ მიანიჭებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

ტერაქტი. „მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის“ მარშრუტზე თვითმფრინავი შეიძლება ჩამოგდებული იქნეს უკრაინის ტერიტორიიდან, რაკეტების დამიზნებას აშშ დაეხმარებიან, როგორც ახლახან დაეხმარნენ კრემლზე დრონების დამიზნებას.

დივერსია. თბილისის აეროპორტში მომსახურებისას რუსული ავიალაინერები შესაძლოა შეუმჩნევლად ტექნიკურად დააზიანონ. საჰაერო ავარია საუკეთესო დასტური იქნება პიტერ სტანოს განცხადებისა, რომ რუსული ავიაპარკი არ აკმაყოფილებს საერთაშორისო ტექნიკურ ნორმებს, რადგან სანქციების გამო მას მწარმოებელი კომპანიები არ ემსახურებიან. საეჭვოა აეროპორტის ზოგიერთი თანამშრომლის, ასევე „Air Georgia“-ს დირექტორის, გიორგი კოდუას განცხადებები, რომლებმაც უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის მიმართ.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2023 წლის 15 მაისი
საქართველო, თბილისი