უცხოეთი
ვიქტორ ორბანი - ევროკავშირს თუ არ შეუძლია, შეასრულოს თავისი ორი თავდაპირველი მისია - მშვიდობა და კეთილდღეობა, მაშინ რა აზრი აქვს მის არსებობას?

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ევროკავშირს თუ არ შეუძლია, შეასრულოს თავისი ორი თავდაპირველი მისია – მშვიდობა და კეთილდღეობა, მაშინ რა აზრი აქვს მის არსებობას? – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქალაქ ვესპრემში განაცხადა.

როგორც ორბანმა აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა გააუქმოს რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები.

მისი თქმით, რუსეთის სანქციებმა გამოიწვია რეცესიის გაღრმავება უნგრეთში.

„ევროპული თანამშრომლობის თანამედროვე ფორმას ორი მისია ამოძრავებდა: მშვიდობა და კეთილდღეობა. თუ მას არ შეუძლია, შეასრულოს თავისი ორი თავდაპირველი მისია, მაშინ რა აზრი აქვს ევროკავშირის არსებობას?“ -განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერმა მოუწოდა ევროკავშირს, განიხილოს უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა, როგორც ომის დასრულების გზა.

1tv.ge