საზოგადოება
მოსყიდულ ოპოზიციას თანამდებობებით აჯილდოებენ

foti_opoziciaროგორც საქინფორმს სამეგრელოდან აცნობეს, ფოთის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ფოთის ოფისის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი ლაშა ბერაია აირჩიეს. საკრებულოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბერაია ახალ პოსტზე ხელფასის სახით ყოველთვიურად 1400 ლარს მიიღებს. ბერაია მიიჩნევს, რომ „არჩევანის მასზე გაკეთება მათი გუნდის პოლიტიკური აქტიურობისა და საარჩევნო ხმების ლოგიკურია“.

გუშინვე კიდევ ერთი ფოთელი ოპოზიციონერი გოჩა დოლბაია დააწიანურეს. დოლბაია „სახალხო კრების“ ფოთის ორგანიზაციის ლიდერი და საკრებულოს წევრია. ის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა და მისი ყოველთვიური ხელფასი 400 ლარს შეადგენს. გოჩა დოლბაია ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზეც იყო წარდგენილი, თუმცა დეპუტატებმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით ყოველთვიურ ანაზღაურებას ოპოზიციიდან კიდევ ორი ფოთელი ოპოზიციონერი მიიღებს.

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მმართველობის სხვადასხვა ნაწილში იმ პარტიების „დაჯილდოება-დაწინაურება“ დაიწყო, რომელთაც ორიოდე დღის წინათ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე შეთანხმებით კიდევ ერთხელ განამტკიცეს საზოგადოების ერთი ნაწილის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ხელისუფლების „სატელიტი“ პარტიები არიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა, გასაკვირი „სახალხო კრების“ წარმომადგენლის დაწინაურება იყოს, ქრისტიან-დემოკრატის – ნამდვილად არა.