უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის ალბათობა დაბალია

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ერევანსა და ბაქოს შორის შეთანხმების ხელმოწერის ალბათობა დაბალია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი უარს არ ამბობს, 14 მაისს ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე.

„მინდა, ვუპასუხო შემდეგ კითხვას, რომელსაც, როგორც ვვარაუდობ, გარკვეული ძალები დასვამენ ბრიუსელში წასვლის შემთხვევაში. რამდენად სავარაუდოა, რომ კვირას აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება ხელი? სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა ძალიან მცირეა, რადგან მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების ორმხრივი შეთანხმების პროექტს ჯერ კიდევ ძალიან წინასწარი სახე აქვს და მის ხელმოწერაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

1tv.ge