უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - რუსეთი უკრაინაში აწარმოებს სპეცოპერაციას და არა - ომს

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. რუსეთი უკრაინაში აწარმოებს სპეცოპერაციას და არა – ომს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

პუტინის განცხადებით, რთულია უკრაინისა და რუსეთის სამხედრო პოტენციალის შედარება.

„თქვენ იკითხავთ, რატომ მოქმედებენ რუსები ასე ნელა? იმიტომ, რომ რუსები ომს არ აწარმოებენ. ომის წარმოება სულ სხვა საქმეა. ეს ინფრასტრუქტურის სრული განადგურებაა, ეს ქალაქების სრული განადგურებაა. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ინფრასტრუქტურა და შევინარჩუნოთ ადამიანების სიცოცხლე“, – აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, რუსული და დასავლური იარაღის შედარების შესახებ დასმულ შეკითხვაზე დიმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ დასავლეთს გააჩნია როგორც ცუდი, ასევე ძლიერი და მაღალტექნოლოგიური საბრძოლო იარაღი, ამიტომ რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ამ ყველაფერს ზედმიწევნით სწავლობს.

1tv.ge