საზოგადოება
ვლადიმირ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ და მოლდაველ ხალხს

 საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვებასთან დაკავშირებით მისალოცი წერილები გაუგზავნა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის ლიდერებს. ამ ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერები.

პუტინმა გამარჯვების დღე მიულოცა ქართველ და მოლდაველ ხალხს, – ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება TASS-ი იტყობინება.

დღეს ჩვენი მორალური მოვალეობაა წმინდად შევინარჩუნოთ ჩვენი მამებისა და ბაბუების მიერ დატოვებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დავუშვათ, რომ დამახინჯდეს ისტორიული სიმართლე დიდი სამამულო ომის შესახებ“, – წერს პუტინი თავის მისალოც წერილში.