საზოგადოება
გამოფენამ ევროპარლამენტში, სადაც ქრისტე გეების გარემოცვაშია ნაჩვენები, იტალიაში და პოლონეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. პოლონეთში და იტალიაში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია გამოფენამ ევროპარლამენტში, სადაც იესო ქრისტე გეების გარემოცვაშია წარმოდგენილი. ქრისტეს მოციქულები მაზოხისტური მონების სახით არიან წარმოდგენილები.

გამოფენა მემარცხენე პოლიტიკოსების ჯგუფმა წარმოადგინა, რომელშიც კომუნისტი და ულტრამემარცხენე ძალების შედგება. ნახატების ავტორია შვედი მხატვარი ელისაბედ ოლსონი.

ეს არის მკრეხელობა, შეუძლებელია ევროპაში ქრისტიანულ ფესვებზე საუბარი, როდესაც ბრიუსელის დაწესებულებები ლგბტ-იესოს გამოფენას მხარს უჭერენ. ქრისტიანების წინააღმდეგ მსგავსი პროვოკაციები სიახლეს არ წარმოადგენს, როდესაც ასეთი უგემოვნო რამეებს ხელოვნების ნიმუშებად ასაღებენ, ევროპარლამენტში ასეთი შეურაცხმყოფელი გამოფენის ჩატარება ძალზე უადგილოა.

ეს გადაწყვეტილება შვედეთის წარმომადგენლებმა მიიღეს, რომელიც ახლა ევროპულ საბჭოში თავმჯდომარე ქვეყანაა“, - წერს გამოცემა news.italy24.

გამოცემის ინფორმაციით, ნახატის ავტორი ელისაბედ ოლსონი მსგავსი პროვოკაციებით ადრეც იყო ცნობილი, კერძოდ მან 1998 წელს Ecce Homo შვედეთის ერთ წერთ ტაძარში დადგა.

იტალიური გამოცემა წერს, რომ სამხატვრო ხელოვნების თავისუფლების პატივისცემის მიუხედავად, ევროპარლამენტი ნამდვილად არ არის ის ადგილი, სადაც მკრეხელური და შეურაცხმყოფელი ნახატების გამოფენები უნდა იყოს წარმოდგენილი.